სტუდენტები ბიონარკოტიკის წინააღმდეგ

ანტინარკოტიკული კამპანიები საქართველოში სულ უფრო გახშირდა, რაც  ჯანსაღი ცხოვრების  წესის პოპულარიზაციისთვის საკმაოდ  ხელის შემწყობი ფაქტორია.

დღეს, სამხატვრო აკადემიის  სტუდენტები შსს-ს ანტინარკოტიკულ კამპანიას შეუერთდნენ.  მათი ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და ასევე, ვაკის პარკთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელების კედლების მოხატვის აქცია გაიმართა.  ახალგაზრდებმა ანტინარკოტიკულ თემაზე საკუთარ ესკიზები კედლებზე გადაიტანეს და თანატოლებს მოუწოდეს უარი თქვან ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარებაზე. 

This slideshow requires JavaScript.

აღნიშნულ კამპანიას ახალგაზრდები რეგიონებშიც გამოეხმაურნენ. კედლების მოხატვის აქციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში: რუსთავში, გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში  გაიმართა. აქციებში მონაწილეობა როგორც სამხატვრო სასწავლებლების სტუდენტებმა, ასევე, სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

დატოვე კომენტარი