Month: მარტი 2014

ძილი და ჯანსაღი ცხოვრება

 

Image

ძილის პრობლემა მოზარდების უმრავლესობისთვის საკმაოდ მწვავე თემაა, რადგან გადატვირთული გრაფიკის და სოციალური ქსელების “წყალობით”  ძილისთვის დათმობილი დრო თანდათან მცირდება, რაც ჯანმრთელობისთვის არცთუისე კარგია.  კარგი ძილი ჯანსაღი ცხოვრების აუცილებელი კომპონენტია.  კარგად გამოძინებული ადამიანი მთელი დღე მხნედ არის. ძილი ძალთა აღდგენის საშუალებად და საუკეთესო წამლად მიიჩნევა.  როგორ გძინავთ, რამდენ ხანს გძინავთ და რა ხდება ძილის დროს – ეს ყველაფერი საკვანძო როლს ასრულებს ენერგიის წარმოქმნაში. 

როდის სჯობს დასაძინებლად დაწოლა? ამ საკითხში მეცნიერები ერთსულოვანნი არიან: 22-იდან 23 საათამდე.  ამ დროისთვის გირჩევთ შეწყვიტოთ ფიზიკური და გონებრივი მუშაობა.  თუ დაწოლამდე ვარჯიშობთ, ორგანიზმი აღგზნებული იქნება, ამიტომ ჯობს, დღის ბოლოს ან შებინდებისას ივარჯიშოთ.  თუ საწოლში კითხვას, ტელევიზორის ყურებას ან ტელეფონით ლაპარაკს ხართ მიჩვეული, გირჩევთ, გადაეჩვიოთ.

ჯანმრთელ ადამიანებს სხვადასხვა ხანგრძლივობისა და სიღრმის ძილი აქვთ. მოზრდილი ადამიანისთვის ძილის ნორმაც – შვიდი-რვა საათი – პირობითია. ზოგიერთს ცხრა-ათსაათიანი ძილი სჭირდება, ზოგს კი ხუთი-ექვსი საათიც ჰყოფნის. ერთიც და მეორეც ნორმალურია.  კვლევებმა დაადგინა, რომ უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში ამერიკელი მოზარდების ძილის ხანგრძლივობა შემცირდა 2 საათით – 9½ სთ-იდან ჩამოვიდა 7½ სთ-ზე, რისი გამომწვევი მიზეზებიცაა:  ელეტროენერგია – ადრე, როცა განათება არ ჰქონდათ, დაღამებასთან ერთად ძილი ერეოდათ, ახლა კი ანთებული ნათურები ფხიზლად გვამყოფებს.  საზოგადოება გახდა დღეღამური – კომპიუტერი და ინტერნეტი 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი, ასევე გასართობი ადგილებიც, ხოლო საინტერესო გადაცემებიდან ბევრი გადის საღამოსა და ღამის საათებში.   ცხოვრების უფრო დაძაბული გრაფიკი – ცხოვრება დღეს ისეთი ადვილი აღარაა, როგორც რამდენიმე წლის წინ. ფიზიკური სამუშაო შემცირდა, თუმცა გონებრივი გაიზარდა, რაც არანაკლებ ენერგიას და მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ასევე ცხადია, გაიზარდა სასწავლო პროგრამის მოცულობა და შესაბამისად, დატვირთვა მოსწავლეებსა და სტუდენტებზე. 

მართალია, ძილის ბუნება დღემდე ამოუცნობია, მაგრამ, რაც მთავარია, ვიცით, რომ ის ორგანიზმის ბუნებრივი დასვენებაა, რომელიც ნორმალურ ცხოველქმედებას უწყობს ხელს, გამოფიტვისგან იცავს თავის ტვინის ქერქის უჯრედებს და აღადგენს იმ ენერგიას, რომელიც სიფხიზლის პერიოდში იხარჯება.

Image

Image

რა შეუძლია აქტიურ(ჯანსაღ) ცხოვრებას ?!

Image

*  შეამციროს გულის დაავადებების,შეტევისა და დიაბეტის რისკები.

*  გააუმჯობესოს სახსრების სტაბილურობა.

*  დაგეხმაროთ გახდეთ უფრო მოქნილი ასაკთან ერთად.

*  გაგიუმჯობესოთ სულიერი განწყობა და შეამციროს შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები.

*  გაგიზართოთ თვითდაჯერებულება და საკუთარი თავის პატივისცემა.

*  გააუმჯობესოს მეხსიერება.

*  შეამციროს სტრესი.

   მემგონი ღირს თავის შეწუხება და უფრო აქტიური ცხოვრების დაწყება ;))

ჯანსაღი ცხოვრების წესი

healthy-lifestyle

მემგონი  ყველას გსმენიათ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. მაგრამ, ზუსტად რას გულისხმობს ბევრი თქვენგანისთვის ალბად უცნობია, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესი ფართო მცნებაა. ფორმულირებას “ცხოვრების ჯანსაღი წესი” არცთუ დიდი ხნის ისტორია აქვს. ის გასული საუკუნის 70-იან წლებში დამკვიდრდა. ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და დღეგრძელობის შესახებ დღეს ცალკე მეცნიერებაც კი არსებობს. ამ მეცნიერებას ვალეოლოგია ეწოდება. უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ცხოვრების აქტიური წესი რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან. ამ წესს აგრეთვე განეკუთვნება ადამიანის გონივრული ქცევის სისტემა, რომელიც გულისხმობს  ზომიერებს  ყველაფერში, ოპტიმალურ მოძრაობით და რაციონალური ცხოვრების  რეჟიმს,  გაკაჟებას,  სწორ კვებას,  მავნე ჩვევებზე უარის თქმას…

გამოჩენილი  ფილოსოფოსის  შრი ჩინმოის  აზრით,  ჩვენს ცხოვრებაში ფიზიკურ ფორმას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. თუ სხეული კარგ მდგომარეობაშია, მაშინ ჩვენ კარგად შევასრულებთ ჩვენს ყოველდიურ მოვალეობებს. მაშასადამე, მნიშვნელოვანია – ყოველდღიურად სირბილი ან ფიზიკური ვარჯიშების შესრულება იმისთვის, რომ ძლიერები, ჯანმრთელები და დინამიურები გავხდეთ. თუ ჩვენ კარგ ფიზიკურ ფორმაში ვართ, ჩვენ შევძლებთ არ შემოვუშვათ ჩვენში სნეულებები და სხვა დაუპატიჟებელი სტუმრები.