ავტორი: chumside

ანანიძის გოლი რუსეთის თასისი ნახევარფინალში (17.04.2014)

დღეს ჯანომ კიდევ ერთი გოლი გაიტანა რუსეთის თასზე.  ბოლო ოთხ მატჩში მან ოთხი ბურთის შეგდება მოახერხა.

ნახეთ გოლი ლინკზე:

https://www.facebook.com/photo.php?v=659484204122744&set=vb.208463392558163&type=2&theater

სტუდენტები ბიონარკოტიკის წინააღმდეგ

ანტინარკოტიკული კამპანიები საქართველოში სულ უფრო გახშირდა, რაც  ჯანსაღი ცხოვრების  წესის პოპულარიზაციისთვის საკმაოდ  ხელის შემწყობი ფაქტორია.

დღეს, სამხატვრო აკადემიის  სტუდენტები შსს-ს ანტინარკოტიკულ კამპანიას შეუერთდნენ.  მათი ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და ასევე, ვაკის პარკთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელების კედლების მოხატვის აქცია გაიმართა.  ახალგაზრდებმა ანტინარკოტიკულ თემაზე საკუთარ ესკიზები კედლებზე გადაიტანეს და თანატოლებს მოუწოდეს უარი თქვან ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარებაზე. 

This slideshow requires JavaScript.

აღნიშნულ კამპანიას ახალგაზრდები რეგიონებშიც გამოეხმაურნენ. კედლების მოხატვის აქციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში: რუსთავში, გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში  გაიმართა. აქციებში მონაწილეობა როგორც სამხატვრო სასწავლებლების სტუდენტებმა, ასევე, სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

ჯანსაღი კვება

FruitVegetables

ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ჯანსაღი კვება.  ჯანსაღია ისეთი კვება, რომელიც ორგანიზმს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს. იგი შეესაბამება ორგანიზმის მოთხოვნილებას ენერგიაზე და ამავე დროს სხეულს ოპტიმალურ წონას უნარჩუნებს. 

რაციონალური ანუ სრულფასოვანი კვების საფუძველს მიღებულ საკვებში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ოპტიმალური თანაფარდობა წარმოადგენს.

შენაძენი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს დანაკარგს, ანუ მიღებული საკვების ენერგეტიკული ღირებულება უნდა იყოს ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის ტოლი. რაციონალური კვების ეს პრინციპი ყველაზე ხშირად ირღვევა.

საჭმლის მონელების პროცესთა ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, დღის განმავლობაში საკვების მიღება ასეთი რეჟიმით უნდა ხდებოდეს:

დილა:  ამ დროს ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ენერგია. ყველამ იცის, რომ ენერგია საკვების მიღებისთანავე კი არა, საჭმლის მონელების რამდენიმესაათიანი პროცესის შედეგად თავისუფლდება, ამიტომ დილით ადვილად მოსანელებელი საკვები უნდა მივირთვათ. კარგია ხილი, ხილის ან ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენი. მათ ორგანიზმი ძალიან სწრაფად ინელებს და საჭირო ენერგიასაც მალე მივიღებთ.

შუადღე:  სადილად უმჯობესია სახამებლით მდიდარი საკვები მივირთვათ, იმის გათვალისწინებით, რომ მისი მონელებისას გაცილებით მეტი ენერგია თავისუფლდება, ვიდრე ხილისა და ბოსტნეულის მონელებისას. ამას დაახლოებით 3-4 საათი სჭირდება, ასე რომ, ნახშირწყლებით მდიდარი საკვები მოგვიანებით მოგვცემს დიდ ენერგიას, რომელსაც დღის მეორე ნახევარში გამოვიყენებთ.

საღამო:  ამ დროს ცილებით მდიდარი საკვების მიღება ჯობს. მის მონელებას 4 საათზე მეტი დრო სჭირდება, სამაგიეროდ, მივიღებთ ენერგიას დღის განმავლობაში დახარჯული სტრუქტურების აღსადგენად. ცილებით მდიდარი საკვების მონელებისას ორგანიზმში გაცილებით ძლიერი ფიზიოლოგიური ძვრები მიმდინარეობს, ამიტომ უმჯობესია მათი მონელება მშვიდ გარემოში მიმდინარეობდეს. ამისთვის ყველაზე შესაფერი საღამოს 6-8 საათია, როცა ორგანიზმი დაშლილი ენერგეტიკული და პლასტიკური სტრუქტურების ხელახალ სინთეზს იწყებს.

ღამე:  ერიდეთ ჭამას, მაგრამ თუ სამსახური ამის საშუალებას არ გაძლევთ, უმჯობესია ჩაით ან რძის ნაკლებცხიმიანი პროდუქტებით გახვიდეთ ფონს.

წყარო:  http://www.mkurnali.ge/

სპორტის საერთაშორისო დღე

6 აპრილს, 2013 წლიდან, აღინიშნება სპორტის საერთაშორისო დღე. მისი ინიციატორია გაერო.

საქართველო ამ აქციაში წელს პირველად იღებს მონაწილეობას. დღეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ თბილისში, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სპორტული ღონისძიება გამართა. მოეწყო საბავშვო კუთხე და საგამოფენო სივრცე.  აქციის სლოგანია “იცხოვრე სპორტით”.  სპორტული ღონისძიებები დაიწყო 11:00 საათზე და გაგრძელდა 17:00 საათამდე. თითოეულ სტუმარს საშუალება მიეცა თავად ჩართულიყო სხვადასხვა სპორტულ თამაშში – სტრიტბოლი;  გრეხეტბოლი;  მეკლდეურობა; ქვიშის ფრენბურთი; კანოე; ხრიდოლი; ქართული ჭიდაობა; კარატე; მკლავჭიდი; ჭადრაკი.

ძილი და ჯანსაღი ცხოვრება

 

Image

ძილის პრობლემა მოზარდების უმრავლესობისთვის საკმაოდ მწვავე თემაა, რადგან გადატვირთული გრაფიკის და სოციალური ქსელების “წყალობით”  ძილისთვის დათმობილი დრო თანდათან მცირდება, რაც ჯანმრთელობისთვის არცთუისე კარგია.  კარგი ძილი ჯანსაღი ცხოვრების აუცილებელი კომპონენტია.  კარგად გამოძინებული ადამიანი მთელი დღე მხნედ არის. ძილი ძალთა აღდგენის საშუალებად და საუკეთესო წამლად მიიჩნევა.  როგორ გძინავთ, რამდენ ხანს გძინავთ და რა ხდება ძილის დროს – ეს ყველაფერი საკვანძო როლს ასრულებს ენერგიის წარმოქმნაში. 

როდის სჯობს დასაძინებლად დაწოლა? ამ საკითხში მეცნიერები ერთსულოვანნი არიან: 22-იდან 23 საათამდე.  ამ დროისთვის გირჩევთ შეწყვიტოთ ფიზიკური და გონებრივი მუშაობა.  თუ დაწოლამდე ვარჯიშობთ, ორგანიზმი აღგზნებული იქნება, ამიტომ ჯობს, დღის ბოლოს ან შებინდებისას ივარჯიშოთ.  თუ საწოლში კითხვას, ტელევიზორის ყურებას ან ტელეფონით ლაპარაკს ხართ მიჩვეული, გირჩევთ, გადაეჩვიოთ.

ჯანმრთელ ადამიანებს სხვადასხვა ხანგრძლივობისა და სიღრმის ძილი აქვთ. მოზრდილი ადამიანისთვის ძილის ნორმაც – შვიდი-რვა საათი – პირობითია. ზოგიერთს ცხრა-ათსაათიანი ძილი სჭირდება, ზოგს კი ხუთი-ექვსი საათიც ჰყოფნის. ერთიც და მეორეც ნორმალურია.  კვლევებმა დაადგინა, რომ უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში ამერიკელი მოზარდების ძილის ხანგრძლივობა შემცირდა 2 საათით – 9½ სთ-იდან ჩამოვიდა 7½ სთ-ზე, რისი გამომწვევი მიზეზებიცაა:  ელეტროენერგია – ადრე, როცა განათება არ ჰქონდათ, დაღამებასთან ერთად ძილი ერეოდათ, ახლა კი ანთებული ნათურები ფხიზლად გვამყოფებს.  საზოგადოება გახდა დღეღამური – კომპიუტერი და ინტერნეტი 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი, ასევე გასართობი ადგილებიც, ხოლო საინტერესო გადაცემებიდან ბევრი გადის საღამოსა და ღამის საათებში.   ცხოვრების უფრო დაძაბული გრაფიკი – ცხოვრება დღეს ისეთი ადვილი აღარაა, როგორც რამდენიმე წლის წინ. ფიზიკური სამუშაო შემცირდა, თუმცა გონებრივი გაიზარდა, რაც არანაკლებ ენერგიას და მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ასევე ცხადია, გაიზარდა სასწავლო პროგრამის მოცულობა და შესაბამისად, დატვირთვა მოსწავლეებსა და სტუდენტებზე. 

მართალია, ძილის ბუნება დღემდე ამოუცნობია, მაგრამ, რაც მთავარია, ვიცით, რომ ის ორგანიზმის ბუნებრივი დასვენებაა, რომელიც ნორმალურ ცხოველქმედებას უწყობს ხელს, გამოფიტვისგან იცავს თავის ტვინის ქერქის უჯრედებს და აღადგენს იმ ენერგიას, რომელიც სიფხიზლის პერიოდში იხარჯება.

Image

Image